თბილისში კვირას, 15 საათისთვის დაგეგმილი მაშტაბური საპროტესტო აქციის წინ საქარველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს ერთის, ანუ ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანდეს.
“საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, ახლა წყდება საკითხი თითოეული ჩვენგანის და ჩვენი შვილების მომავლის.
დგება მომენტი ეროვნული ისტორიის, როდესაც უნდა დადგეს საკითხი – ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად.
თბილისში ხვალ 15:00 საათზე არის მიტინგი. ჩათვალეთ, რომ მეც ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე ამ მიტინგის. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრი, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. იცოდეთ ივანიშვილი არის ძალიან სუსტი. ის არის ახლა კუთხეში მომწყვდეული. ძალა ერთობაშია და ძალა არის ხალხში!
საქართველოში უნდა გათენდეს!“ – ამბობოს მიხეილ სააკაშვილი.