საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ აქციაზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის გიორგი რურუას დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„გიორგი რურუაზე ივანიშვილმა ეგრევე გასცა დაპატიმრების ბრძანება მას შემდეგ, რაც ის „მთავარი არხის“ აქციონერი გახდა. მაშინ ვერაფერი მოიფიქრეს და გუშინ დაიჭირეს იარაღის ჩადებით. ძალიან მაგარი კაცია გიორგი და საქართველოს დიდი პატრიოტი. მაინც გავანგრევთ ივანას და მის ბანდას!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამართლადამცავები რურუას იარაღის უაკნონო ტარება შენახვას ედავებიან.