ამერიკის პრეზიდენტის 37 წლის ქალიშვილი 15 დეკემბერს თეთრ სახლში კონგრესის ტრადიციულ მეჯლისს დაესწრო. წვეულება თეთრი სახლის დიდ ფოიეში გაიმართა. მას დონალდ ტრამპი მეუღლესთან, მელანიასთან ერთად მასპინძლობდა. პრეზიდენტის ოჯახმა სტუმრებს დამდეგი შობა მიულოცა და ვახშამზე მიიწვია. როგორც ყოველთვის, სტუმრებთან აქტიურად ურთიერთობდა ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი, დიზაინერი ივანკა ტრამპი. ქვეყნის ერთ–ერთმა ყველაზე ლამაზმა და ელეგანტურმა ქალმა საღამოსთვის Prada–ს აბრეშუმის წითელი კაბა შეარჩია, მას შავი ფეხსაცმელი და მარგალიტის საყურე შეუხამა. მისი ვარცხნილობა კი სადა და ელეგანტური იყო. ივანკა ტრამპს ყურადღება არც მამის გაპრეზიდენტებამდე აკლდა, თუმცა ამჟამად მის მიმართ ბუნებრივია, განსაკუთრებული ინტერესი არსებობს.