“ივლიან აგენტები და აღრიცხავენ შეყვარებულ წყვილებს”.- ემზარ კვიციანი

პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა Palitra News-ის ეთერში ოჯახის შექმნის დასახმარებლად, ორგანიზაციის შექმნაზე ილაპარაკა.

“მალე დაფუძნდება ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას იმის გამო, რომ არა აქვთ საშუალება? იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ… აღრიცხავენ, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”, – ამბობს ემზარ კვიციანი.