იყვნენ თუ არა თბილისის ზოოპარკში ჟირაფები- ვიდეო არქივიდან

იყვნენ თუ არა თბილისის ზოოპარკში ჟირაფები- ამის შესახებ მსჯელობა სოციალურ ქსელებში არ წყდება. უამრავი მოქალაქე ამტკიცებს, რომ ჟირაფები საკუთარი თვალით ნახეს. 

დღეს საქართველოს ეროვნულმა არქივმა გამოაქვეყნა ვიდეო მასალა, რომელზეც ჩანს ორი ჟირაფი სახელად ბობი და ნე, რომელიც თბილისში 1962 წელს ჩამოიყვანეს.

თბილისის ზოოპარკი არც უარყოფდა ცნობას, რომ შესაძლოა 60-იან წლებში ჟირაფები მართლაც ჰყოლოდათ, თუმცა ცოტა ხნით.

რაც შეეხება ჟირაფს, რომელიც ნამდვილად გვეყოლება თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის თანახმად ახალ ზოოპარკში, ერთ-ერთ ვოლიერში, ჰიპოპოტამთან, მარტორქასთან, ზებრებთან, სხვადასხვა სახეობის ანტილოპებთან ერთად, ჟირაფებიც იცხოვრებენ, რომლებისთვისაც 10 ჰექტარზე გადაჭიმულ ვოლიერს აშენებენ.