ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე იქნება. მას კომიტეტის ახალი თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე წარადგენს.
„რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე არჩევს მის პირველ მოადგილეს. მე გამოვიყენე ეს უფლება და შევარჩიე პირველ მოადგილედ ბატონი ლადო კახაძე. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ გამიჭირდა შერჩევა, კომიტეტში ბევრია წარმატებული, გამოცდილი და კომპეტენტური ექიმი, – განაცხადა ხუნდაძემ.
შეგახსენებთ, კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ უმრავლესობა დატოვა, რის შემდეგაც პოსტი ვაკანტური გახდა. მისი ადგილი მისმა მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ დაიკავა.