” ჯანდაცვის მიმართულებით ითხოვდა დახმარებას”-ფოთის მერიაში ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

ფოთის მერიაში ახალგაზრდა მამაკაცამა ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. როგორც ცნობილია, 37 წლის მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.დაშავებული მოქალაქე  ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მამაკაცს მერიაში შემოსვლისას კონფლიქტი არ ჰქონია, ის განცხადებას კანცელარიაში ტოვებდა. უცნობია, რატომ მიიყენა მან თვითდაზიანება.მერიის შენობაში-ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

„როგორც ვიცით ჯანდაცვის მიმართულებით ითხოვდა დახმარებას. მას მერიისთვის ადრე არ მოუმართავს და მის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ”, – აცხადებენ ფოთის მერიაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.