ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის უწყებაში მომუშავე, თვითიზოლაციაში მყოფი პირის მეუღლეს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა.

“ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, იმ პერიოდში როცა მის მეუღლეს დაუფუქსირდა კორონა ვირუსი ის უკვე იყო იზოლაციაში ამიტომ ოჯახზე გადადების რისკი დაბალია, მიუხედავად ამისა ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამსახურში, მას პრევენციულად ჩავუტარეთ კველვა, რომელიც იყო ნეგატიური კორონა ვირუსზე”-განაცხადა ტიკარაძემ.