ჯანდაცვის მინისტრი პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის  უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი არ შეიქმნას და  შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.

„ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.