ჯასტინ ბიბერმა ტომ კრუზი ორთაბრძოლაში გამოიწვია – ამ ფაქტს კონორ მაკგრეგორიც გამოეხმაურა

კანადელი პოპის სუპერვარსკვლავს ჯასტინ ბიბერს როგორც ჩანს ახალი გატაცება აქვს. მან ოქტაგონზე, MMA-ის წესებით საბრძოლველად მსახიობი ტომ კრუზი გამოიწვია. გაუგებარია თუ რა პრინციპით შეარჩია მან ამერიკელი მსახიობი, თუმცა როგორც ირკვევა, ბიბერი ბრძოლაზე სერიოზულად ფიქრობს.

კანადელმა მომღერალმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა: ,,მსურს გამოვიწვიო ტომ კრუზი ოქტაგონზე MMA-ის წესებით საბრძოლველად. ტომ, თუ შენ ამ ბრძოლის შეგეშინდება და უარს იტყვი, ამაზე ფიქრი მთელი ცხოვრება არ მოგასვენებს. ვინ იქნება ბრძოლის ორგანიზატორი? დანა (უაით) იქნებ შენ?”

აღნიშნული გამოწვევისთვის მსახიობს ჯერ-ჯერობით არ უპასუხია, თუმცა ამ ფაქტს ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა: ,,თუ ტომ კრუზს კაცობა ეყოფა და ბრძოლაში მონაწილეობას დათანხმდება, ბრძოლის ორგანიზებას McGregor Sports and Entertainment გაუკეთებს. ეყოფა ტომ კრუზს ვაჟკაცობა ისე იბრძოლოს, როგორც ამას ფილმებში აკეთებს? ამას სულ მალე გავარკვევთ.”