ჯენიფერ ლოპესი იდეალურ ფორმაშია, ხშირად ჩნდება ტანზე მომდგარი სამოსით და მოკლე ტოპებით. დღეს ვარსკვლავმა მისი შესანიშნავი მუცლის პრესის საიდუმლო ინსტაგრამზე საკუთარ ხელმომწერებს გაუზიარა. როგორც ირკვევა, მან უარი თქვა ნახშირწყლებზე და შაქარზე.
“უკვე მეცხრე დღეა. ერთი სული მაქვს როდის დადგება მეათე!“ – მიაწერა მომღერალმა ფოტოს ქვეშ, რომელზეც ის ბუხართან პოზირებს.
რა თქმა უნდა, მომღერალმა ასეთ შედეგებს არა მხოლოდ კვების კონტროლის, არამედ რეგულარული ვარჯიშის შედეგად მიაღწია. მისი სატრფო, ალექს როდრიგესი მუდმივად აქვეყნებს ერთობლივ ფოტოებს, რომლებზეც ისინი სპორტდარბაზში არიან გადაღებული. წყვილი ცდილობს ჯანსაღად იკვებოს და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს.