{{ARTICLEIMAGE}}
ცნობილი მსახიობი და მომღერალი წინასაშობაო შოფინგზე შენიშნეს. როგორც ჩანს ის მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებს არჩევდა. რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრ Barneys –ში დააფიქსირეს. ორი დღის შემდეგ კი ბევერლი ჰილზზე.
ჯენიფერ ლოპესს ფორმალური ღონისძიებების და კონცერტების მიღმა სადა ჩაცმულობა უყვარს და პასტელის ფერის სამოსს ხშირად იყენებს. ამჯერადაც პაპარაცებმა ის Max Mara– ს ღია ცისფერ პალტოში, ნაცრისფერ შალის სვიტრში, ჯინსში და ზამშის ფეხსაცმელში შენიშნეს, ხელში კი Hermes –ის შავი ჩანთა ეჭირა.