რუსთავში 5 პოლიციელმა ადვოკატი მამუკა შაქარაშვილი საკუთარ სახლში ჯერ ბორკილებით დააბა შემდეგ, კი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
სახლში, სადაც დაზარალებულის შვილი და სიძე ცხოვრობენ სამართალდამცავები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ და ადგილზე მამუკა შაქარაშვილს ადგილზე არ უშვებდნენ. ადვოკატის კოლეგების ინფორმაციით, შელაპარაკება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რასაც პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოყვა. რის შემდეგაც ხელბორკილები დაადეს და თბილისის სამმართველოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ ადვოკატი შეუძლოდ გახდა, რომელიც კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს და ამ დრომდე მკურნალობას იქ გადის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაქარაშვილი პოლიციის კანონიერ მითითებას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.