ჯონ ლეჯენდის მეუღლემ ANOUKI-ს კაბა მოირგო

მომღერალ ჯონ ლეჯენდის მეუღლემ, ტელევარსკვლავმა კრისი ტიგენმა ქართველი დიზაინერის, ანუკი არეშიძის შავი კაბა მოირგო.

ტიგენმა ელენ დეჯენერასთან სტუმრობისას გადაღებული ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, ამერიკელი მოდელის ლუქი ანუკის 2019-2020 წლის კოლექციიდანაა, რომლის ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე შედგა.