ჯონი დეპი ყოფილ ცოლთან, ემბერ ჰერდთან სკანდალურ გარჩევებს განაგრძობს. ამჯერად მსახიობმა ის ღალატში დაადანაშაულა, კონკრეტულად კი ილონ მასკთან რომანში იმ დროს, როცა ისინი ჯერ კიდევ ცოლ–ქმარი იყვნენ.
მსახიობების ადვოკატების თქმით ცნობილმა გამომგონებელმა ჯონი დეპის ცოლთან რომანი მათი დაქორწინებიდან ერთ თვეში გააბა. მოწმეები მას ხშირად ხედავდნენ დეპის სახლში, სანამ ჯონი დეპი გადაღებებზე იყო.
იმ საღამოსაც, როცა ჯონი დეპმა სკანდალი მოაწყო, ილონ მასკი ლოს ანჟელესში წყვილის სახლში შენიშნეს. მაშინ ემბერი ყვებოდა, რომ ქმარმა სცემა.
ოფიციალურად და საჯაროდ ურთიერთობები მასკმა და ემბერმა ქალის ჯონი დეპთან დაშორებიდან ორ თვეში დაიწყეს. ერთი წლის შემდეგ კი მილიარდერმა ემბერ ჰერდი მიატოვა. მიზეზი ემბერის ცხოვრებიდან რამდენიმე ფაქტი გახდა, რომელთა შესახებ მასკმა მანამდე არაფერი იცოდა და რომლებიც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მარტის დასაწყისში ჯონი დეპის ადვოკატებმა მისი ყოფილი ცოლის წინაამდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. მსახიობი ყოფილი ცოლისგან 50 მილიონის მიღებას აპირებს ცილისწამებისთვის. ცოტა ხნის წინ მან დაამტკიცა, რომ ცოლი არ უცემია. ახლა კი უნდა ყოფილი ცოლი რეპუტაციის შელახვისთვის დასაჯოს.