ჯორჯ ქლუნიმ ცოლს ახალგაზრდა მსახიობთან უღალატა

58 წლის ჯორჯ ქლუნი და 41 წლის ამალი ქლუნის ოჯახში სკანდალი მოხდა. დასავლური ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ ჰოლივუდის მსახიობი ცოლს ღალატობს.

მსახიობს რომანი აქვს 30 წლის კოლეგასთან, ბრი ლარსონთან. მათ ერთმანეთი «Nespresso»– სარეკლამო რგოლის გადაღებისას გაიცნეს.

პროექტში მონაწილე მათმა კოლეგებმა მაშინვე შენიშნეს, რომ ჯორჯი ბრის გამორჩეულად ექცეოდა და თავს დასტრიალებდა. გოგონაც მის ყურადღებას სიამოვნებით იღებდა. ლარსონი ამჟამად თავისუფალი ქალია: ის ცოტა ხნის წინ ბოიფრენდს დაშორდა.

მსახიობის გატაცების შესახებ მისმა ცოლმა გაიგო. ცოტა ხნის წინ პაპარაცებმა ცოლ–ქმარი მათი ქრწინების ხუთი წლისთავის აღნიშვნისას ჩხუბის დროს შენიშნეს. წყვილი  რესტორანში თავის ვარსკვლავ მეგობრებთან – სინდი კროუფორდთან და მის ქმართან, რენდი გერბერთან ერთად ვახშმობდა. თავიდან ოთხივე დროს კარგად ატარებდა, ვახშმის დასასრულისკენ კი ქლუნიმ ცოლს რაღაც უთხრა, რის შემდეგაც ქალი უცებ გაჩუმდა. ინსაიდერები ყვებიან, რომ ამალის რესტორნიდან წასვლისას ამალის თვალზე ცრემლები შენიშნეს.