ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკში 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, 53-ე ქუჩის გაჩერებაზე, მამაკაცმა, მომავალი მატარებელი შენიშნა და ბაქნიდან გადახტა. გადამხტარი ლიანდაგზე დაწვა. სწრაფად მომავალი მატარებლის გაჩერება კი მემანქანემ დროულად ვერ შეძლო.
მამაკაცს მატარებელმა გადაუარა, თუმცა ის ცოცხალი გადარჩა. როგორც მეტროს თანამშრომლები და თვითმხილველები ყვებიან მამაკაცს სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები არ მიუღია. დაშავებული ნიუ-იორკის სატრანსპორტო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა ბაქანზე მალევე ამოიყვანეს.
რამდენიმე წუთის განმავლობაში 53-ე ქუჩის გაჩერებაზე ელექტროენერგია იყო გათიშული ხოლო სარკინიგზო მიმოსვლა შეზღუდულად ხორციელდებოდა.
ამ დროისთვის, დაშავებული “Bellevue Hospital” -ში არის გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ნიუ-იორკის სატრანსპორტო სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს ნიუ-იორკის მეტროში 7 ადამიანი დაიღუპა, 2017-ში კი 5. არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმისა, თუ რამდენი ადამიანია დაშავებული.
წყარო: ამერიკის ხმა