გამოცემა on.ge კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს როგორ გაჰყავთ ძალის გამოყენებით ტაბულას ჟურნალისტი, თიკო ერაძე.
ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან იდგნა, როცა ერთ-ერთმა მანდატურმა მას ხელი მოჰკიდა და დარბაზიდან გაათრია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პირი რომელიც ჟურნალისტზე ძალადობდა, არა მანდატური, არამედ სუსის თანამშრომელია.