პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ წევრი კახა კოჟორიძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. კოჟორიძე საგამოძიებო უწყებაში 16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
როგორც ცნობილია, 17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრებმა კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.