კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა. შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.