კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული  ინფორმაციით, ავტომობილი ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა. შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.