ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში – ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი მძიმედ დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.
წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.