კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა

ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ,მანქანაში მყოფმა კიდევ ერთმა პირმა  კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

სამივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრია.