კახეთში სიძემ სიმამრი მოკლა.
როგორც ცნობილია სიძემ 61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ცოლზე ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას იძახებდა. სწორედ ამის გამო, ქმარი მას დაემუქრა, რომ მამამისს მოკლავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის მამაკაცი მიმალვაშია