თბილისის მერი კახა კალაძე მმართველი გუნდის 2019 წლის მთავარ შეცდომად დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას და სპიკერის სავარძელში ცასმას ასახელებს.
„იყო რთული წელი, დატვირთული, საინტერესო და წარმატებულიც შეიძლება ითქვას. ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. რაც მოსახლეობას დავპირდით პროექტების სახით, დიდი ნაწილი დამთავრებულია, ნაწილი განხორციელების პროცესშია და დამთავრდება მომდევნო წლის გაზაფხულ-ზაფხულში. რაც შეეხება პოლიტიკურს, რთული წელი იყო, იყო გამოწვევები, გარკვეული არეულობის მცდელობებიც იყო, დაპირისპირების, კანონის გადაცდომების, მაგრამ არავის უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. 2020 წელი იქნება საკმაოდ საინტერესო. არის გამოწვევები და ყველაზე დიდი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ასევე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად გავზარდოთ ეკონომიკური ზრდა. შეცდომებიც იყო. უცებ რაც მახსენდება, მაგალითად, გავრილოვის პარლამენტში შეყვანა და სპიკერის სავარჯელში დაჯდომა, რამაც გამოიწვია ახალგაზრდების გულისწყრომა, თუმცა, შემდგომ განვითარებული მოვლენები ეს არის უპასუხისმგებლო, კონკრეტული ოპოზიციის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები პარლამენტში შევარდნასთან დაკავშირებით. რაღაც შეცდომები იყო, შეცდომები ყოველთვის არის“, – განაცხადა კალაძემ.