კალაძე: ვნახეთ, როგორ ურტყამდა დავით კირკიტაძე პოლიციელს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

თბილისის მერი კახა კალაძე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენას აფასებს. კალაძის თქმით, ადამიანის დაჭერა არავის უხარია, თუმცა კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

“ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ ჩხუბობდა დავით კირკიტაძე და ურტყამდა პოლიციელს. რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, კანონდარღვევა და შესაბამისად, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რაც პოლიციის მიმართ ვნახეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რადგან საოცრად მოითმინეს. ისინი ემსახურებიან ქვეყანას და ჩვენც პოლიციელის მუნდირს ​პატივი უნდა ვცეთ”,განაცხადა კახა კალაძემ.