კალათბურთის სამყარო გლოვობს.ფოტოები ვერტმფრენის კატასტროფის ადგილიდან, რომელსაც ლეგენდარული კალათბურთელი ემსხვერპლა

ვერტმფრენი, რომელშიც ლოს ანჯელეს ლეიკერსის ყოფილი კალათბურთელი, კალათბურთის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე, კობი ბრაიანტი შვილთან ერთად იმყოფებოდა ლოს ანჯელესის სიახლოვეს ჩამოვარდა.

ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯიანა და ბორტზე მყოფი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენი ქალაქ კალაბასასის ქედზე ჩამოვარდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მაშველები ადგილზე პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მივიდნენ, თუმცა ვერტმფრენის ყველა მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო .

ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, საიდან და სად მიფრინავდა ვერტმფრენი.ბრაიანტი ხშირად იყენებდა კერძო ვერტმფრენს, Sikorsky S-76–ს. ზოგჯერ ამ ვერტმფრენით ნიუპორტ ბიჩზე Staples Center–ში ლეიკერსის მატჩზე მიფრინავდა.


თვითმხილველები ამბობენ, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგონეს როგორ გაჩერდა ვერტმფრენის ძრავა.

ადგილობრივი ოლქის შერიფმა ტვიტერზე შემთხვევის ადგილდან ფოტოები დადო.

41 წლის კალათბურთელი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ლეიკერსში თამაშობდა. პროფესიონალური სპორტიდან 2016 წლის აპრილში წავიდა. 20 სეზონის განმავლობაში ბრაიანტმა ხუთი ჩემპიონის ტიტული მიიღო და ორჯერ მოიგო ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი აშშ–ს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ის NBA–ს ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც MVP – “ყველაზე ფასეული მოთამაშის“ ჯილდო ოთხჯერ მიიღო. ეს ჯილდო ყველა კალათბურთელის ოცნებაა.

ბრაიანტმა ასევე მიიღო ოსკარი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის “ძვირფასი კალათბურთი“, რომელიც მის ლექსზე იყო აგებული.

ბრაიანტს ოთხი შვილი ყავდა. ბოლო შვილი 2019 წლის ივნისში შეეძინა. ორი თვით ადრე კობიმ და მისმა ცოლმა ვანესამ ქორწინების 20 წლისთავი აღნიშნეს. “ამ დღეს 20 წლის წინ შევხვდი ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს დედოფალს. მიყვარხარ ჩემო mamacita per sempre “– თქვა მაშინ ბრაიანტმა.


კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა

კალათბურთის სამყარო გლოვობს. “არა, გთხოვთ, არა! ეს შეუძლებელია. “– დაწერა ტვიტერზე კალათბურთელმა კევინ ლავმა.

“არ არსებობს სიტყვები, რომელიც გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ჩემი მშვენიერი ჯიჯის და ჩემი ძმის, კობის გარდაცვალების გამო განვიცდი. მე შენ მიყვარხარ და ძალიან დამაკლდები”, — წერს ტვიტერზე ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო ნილი.

“საშინელი ამბავი“ – დაწერა ტვიტერზე აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.