აშშ-ის შტატ კალიფორნიაში, კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კალიფორნიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც, შტატში ახალი კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა.კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ასევე ვაშინგტონსა და ფლორიდაში.
არსებული ინფორმაციით აშშ-ში ახალი კორონავირუსით 11 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა, ვირუსი 16 შტატში დაფიქსირდა.