კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. 

ვირუსს ვანკუვერში  80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, კანადაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კანადაში სულ კორონავირუსის 77 შემთხვევა დაფიქსირდა.