კანადელები პრინცი ჰარის და მეგანის წინააღმდეგ. პეტიციას ათასობით კანადელი აწერს ხელს

კანადელები ჰარის და მეგანის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კანადაში გადასვლას უკვე მოჰყვა ადგილობრივების უკმაყოფილება. კანადელები მასობრივად გამოდიან სასექსის ჰერცოგის და მისი მეუღლის საჭიროებების კანადის ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგ.

კანადის გადასახადების გადამხდელთა ფედერაციამ შექმა პეტიცია ჰარის და მეგანის წინააღმდეგ. დოკუმენტის ავტორი გახდა ფედერაციის თანამშრომელი ლორელ კოლინზი. ის რადიკალურად გამოდის ქვეყნის ბიუჯეტისთვის ახალი ხარჯების შესახებ. მისი აზრით, ბრტანეთის სამეფო ოჯახის ტიტულებზე და უფლებამოვალეობებზე უარის თქმისა და კანადაში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ კანადელებს დაეკისრებათ ვალდებულება სამეღო ოჯახის წევრების შენახვის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან გაიღონ.

აღშფოთების პირველი საფუძველი მეგან მარკლის პირადი მცველების გუნდი გახდა. მის გვერდით 24 საათის განმავლობაში იმყოფება ექვსი ადამიანი – ბრიტანული და კანადური სპეცსამსახურების თანამშრომლები. ფინანსურმა ექსპერტებმა დაიანგარიშეს, რომ დაქირავებული მცვლელების მომსახურება კანადის მოქალაქეებს წელიწადში 6 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაუჯდებათ. სახელმწიფო აპირებს ეს ხარჯები საგადასახადო ფონდიდან დაფაროს.

ექსპერტების თქმით, სამეფო წყვილის ვანკუვერში გადაბარგება უკვე დაჯდა საკმაოდ დიდი თახა – 300 000 ფუნტი სტერლინგი. კერძო თვითმფრინავებით ბრიტანეთიდან მათი პირადი ნივთები – ხელოვნების ნიმუშების კოლექციები, ძვირფასეულობა და სხვადასხვა ნივთები გადაიტანეს.

კოლინზმა განაცხადა, რომ ეს ხარჯები პირადად მეგანის და ჰარის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.

“რადგან მათ უნდათ ფინანსურად დამოუკიდებლები იყვნენ, სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ფუფუნებაში საკუთარი ფული გადაიხადონ. ამ საკითხის საჯარო განხილვა აუცილებელია – საქმე ეხება გადასახადის გადამხდელთა ფულს, რომლებსაც არც კი ჰკითხეს, უნდათ თუ არა დააფინანსონ მეგანის და ჰარის ძვირადღირებული ცხოვრების წესი“ – ციტირებს ლორელის სიტყვებს გამოცემა The Sun.

ექვს დღეში პეტიციას უკვე 80 ათასმა კანადელმა მოაწერა ხელი. გადასახადების გადამხდელთა ფედერაციის წარმომადგენელი, აარონ ვუდრიკი შეეცადა სიტუაცია შეერბილებინა. “საქმე არ ეხება პირად ანტიპატიას. მათ აქ ჩამოსვლას მივესალმებით, თუმცა საკუთარი ხარჯები თვითნ უნდა დაფარონ. მოსახლეობამ მკაფიო პოზიცია გამოხატა და სახელმწიფო ვალდებულია გაიზიაროს ეს პოზიცია“ – ამბობს ვუდრიკი.