კანის ფესტივალი გაიხსნა.ვინ როგორ გამოიყურებოდა წითელ ხალიჩაზე

კანში უკვე დაიწყო კინოფესტივალი, რომელზეც კინოვარსკვლავებმა, მოდელებმა, მუსიკოსებმა მოიყარეს თავი. ტრადიციულად საფესტივალო პროგრამის გარდა მედიის განხილვის თემა ხდება ვარსკვლავების გარეგნობა და ჩაცმულობა. ვინ როგორ გამოიყურებოდა წელს წითელ ხალიჩაზე:

ერთ–ერთი პირველი წითელ ხალიჩაზე ჯულიანა მური გამოჩნდა დიორის მწვანე კაბაში, რომელიც მის წითურ თმას ძალიან უხდებოდა.

კონგრესების სასახლეში ალბერტა ფერეტის პროვოკაციულ კაბაში მივიდა ევა ლონგორია. კაბა მის ქალურ ფორმებს უსვამდა ხაზს. ატლასი და ღრმა დეკოლტე დახვეწილად და სექსუალურად გამოიყურებოდა. მაკიაჟის ავტორებმა კი გადაწყვიტეს მისი თვალებისთვის გაესვათ ხაზი.

Victoria’s Secret–ის ყოფილი ანგელოზი, მოდელი ალექსანდრა ამბროსიო რალფ & რუსოს ფრიალა კაბაში გამოჩნდა. თეთრი ნახევრად გამჭვირვალე კაბა ბუმბულებით და ბუდუარული სტილით როგორც ჩანს, ახლა ტრენდულია. მაკიაჟის ავტორებმა კი აქცენტი მოდელის ლამაზ და მკაფიო ნაკვეთბზე გააკეთეს. მისი სახე სკულპტურას უფრო გავდა.


სელენა გომესისთვის კანის წლევანდელი ფესტივალი პირველია მის კარიერაში, და პირველი საჯარო გამოჩენაა ოფიციალურ ღონისძიებაზე დეპრესიასთან მძიმე ბრძოლის შემდეგ. სელენა ფესტივალზე წარდგენილ ფილმში “მკვდრები არ კვდებიან“ თამაშობს. წითელი ხალიჩისთვის მან ლუის ვიტონის თეთრი კაბა შეარჩია. მაკიაჟში კი აქცენტი ტუჩებზე გაკეთდა წითელი საცხის გამოყენებით.

ერთ–ერთი პირველი წითელ ხალიჩაზე ფრანგი მოდელი, ფოტოგრაფი და პარიზული სტილის არაოფიციალური სიმბოლო, კაროლინ დე მერგე გამოჩნდა. ღონისძიებისთვის მან შანელის შავ–ოქროსფერი კაბა შეარჩია.

ბრაზილიელ მოდელს, იზაბელ გულარს ეტროს ულამაზეს ზურგმოშიშვლებული კაბა ეცვა, რომელიც მის იდეალურ ფიგურას უსვამდა ხაზს.

წელს კანის ფესტივალზე 21 ფილმია წარდგენილი 13 ქვეყნიდან. თუმცა ამაზე სხვა სტატიებში.