“კარანტინის წესების დარღვევისთვის სანქციები დაწესდება ” – კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება

“ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას” , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა ვთხოვო უმრავლესობის ლიდერს, რომ დაამუშაოს საკანონმდებლო ინიციატივის შესაძლებლობა, რომელსაც ჩვენ დაჩაქარებული წესით განვიხილავთ და რომელიც შეეხება კარანტინის წესის დამრღვევთა მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას, იქნება ეს ადმინისტრაციული თუ სხვა ზომები. პარლამენტის მხრიდან არსებობს მზაობა და მე კიდევ ერთელ ვთხოვ უმრავლესობის ლიდერს, რომ თქვენთან ერთად დაამუშაოს ცვლილებები, რომელიც საჭირო იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.