კატასტროფული სცენარი: ნასამ ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახებისთვის წვრთნები დაიწყო

ნასა, ევროპის კოსმოსური სააგენტო და მათი პარტნიორები მთელი მსოფლიოს მაშტაბით დედამიწის ასტეროიდ 2019 PDC–თან შეჯახებისთვის ემზადებიან. რომელიც დაწყებული წვრთნების ამოცანების მიხედვით დედამიწას დაჟინებით უახლოვდება.
ასტეროიდის ზომა დაახლოებით300 მეტრია. წინასწარი გათვლების მიხედვით პოტენციური შეჯახების ყველაზე რეალური თარიღი 2027 წლის 29 აპრილია, ანუ ზუსტად 8 წლის შემდეგ.
ასტეროიდი ზუსტად ერთი თვის წინ “აღმოაჩინეს“, ანუ მარტის ბოლოს და მისი ტრაექტორია თანდათანობით ზუსტდება. თუმცა, თუ თავიდან მეცნიერები დედამიწასთან მისი შეტაკების შანსებს 1/50000 –იანი ალბათობით აფასებდნენ, ამჟამად კატასტროფიული სცენარის ალბათობა უკვე 1/100–ს შეადგენს .
რა თქმა უნდა, რეალობაში არანაირი ასტეროიდი 2019 PDC არ არსეობს. ეს მხოლოდ სპეციალური წვრთნებისთვის შექმნილი ლეგენდაა, რომელიც ორშაბათს ვაშინგტონში პლანეტის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დაიწყო.
თუმცა, მართალია ეს ასტეროიდი გამონაგონია, მაგრამ თავისთავად სცენარი, რომელსაც მეცნიერები ამუშავებენ სრულიად რეალურია. დღეისათვის პოტენციურად საშიში კოსმოსური სხეულების სიაში 74 კოსმოსური ობიექტია, რომლებიც დედამიწას შესაძლო შეჯახებით ემუქრებიან. და სია მუდმივად ივსება.
“ეს კონფერენცია სრულიად უნიკალურია. ასეთი ჩვენს პლანეტაზე ჯერ არ ყოფილა. მასზე შეიკრიბნენ ასტრონომები, სამაშველო სამსახურების თანამშრომლები, მედიაპროფესიონალები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები ერთადერთი მიზნით: გადაარჩინონ ჩვენი პლანეტა კოსმოსური კატასტროფისგან. საბედნიეროდ, ჯერჯერობით საჩქარო არაფერია.“ – განაცხადა სწავლების გახსნისას ნასას ადმინისტრატორმა, ჯიმ ბრაიდენსტაინმა.
დედამიწის არსებობის მანძილზე კოსმოსურ სხეულებთან კატასტროფული შეჯახების ფაქტები მომხდარა. ერთ–ერთმა მათგანმა 66 მილიონი წლის წინ სიცოცხლის ფორმების მასობრივი გაწყვეტა გამოიწვია, მათ შორის დინოზვრების.
ორშაბათს ვაშინგტონში გახსნილი კონფერენცია პირველი ამგვარი კონფერენცია არ არის: ნასა 2016 წლიდან რეგულარულად ამუშავებს ასეთი შეჯახების სცენარებს. თუმცა, სწავლება ყველაზე მაშტაბურია, რაც კი აქამდე ყოფილა და პირველია, რომელშიც მთელი პლანეტის მაშტაბით არიან მეცნიერები ჩართული.
საქმე იმაშია, რომ ხშირად დედამიწასთან უცნობი ციური სხეულების მოახლოების შესახებ მანამდე რამდენიმე საათით ადრე ვიგებთ, ვიდრე ისინი პლანეტას სიახლოვეს ჩაუვლიან. მართალია კატასტროფული შეჯახების შანსი შესაძლოა მცირე იყოს, მაგრამ შეიძლება მისთვის სრულიად მოუმზადებლები აღმოვჩნდეთ.
“პირველი ნაბიჯი ჩვენი პლანეტის დასაცავად რაც შეიძლება დეტალური წარმოდგენის შექმნაა, რა შეიძლება მას ემუქრებოდეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ მივიღოთ ზომები ასტეროიდის შეჯახების თავიდან ასაცილებლად ან დარტყმის შედეგების მინიმიზაციისთვის“ – ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს დედამიწის დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი, რიუდიგერ იენი.
სწავლება ერთ კვირას გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე მონაწილეები ასტეროიდის ტრაექტორიის შეცვლის შესაძლო ვარიანტებს, მუშაობის კოორდინაციის, დაფინანსების წყაროების მოძიების საკითხებს და საინფორმაციო ტექნოლგიებს განიხილავენ, თუ როგორ იქნება უკეთესი დედამიწის მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა მოახლოებული არმაგედონის შესახებ.
“ეს თემა რამდენიმე შესანიშნავი ფილმის და სერიალის სცენარს დაედო საფუძვლად. მაგრამ რამდენად დიდია ასტეროიდთან შეჯახების შანსები და რა შეიძლება გავაკეოთ სინამდვილეში? სამწუხაროდ ბრიუს უილისი არ არის “ტვიტერში“– წერს ევროპის კოსმოსური სააგენტო ტვიტერის გვერდზე.
დღეისათვის მეცნიერები ასტეროიდთან შეჯახებისგან დედამიწის დაცვის რამდენიმე სცენარს განიხილავენ:
პირველი – ასტეროიდზე კოსმოსური აპარატით პირდაპირი დარტყმის შედეგად მისი ტრაექტორიის შეცვლაა.
ამ ვარიანტის დამუშავებას ნასა უკე 2022 წლის ბოლოსთვის აპირებს: აპარატმა DART –მა მთელი ძალით უნდა დაარტყას 160 მეტრიან თანამგზავრს, რომელიც დედამიწის მახლობლად მოძრავ ასტეროიდ დიდიმის გარშემო ტრიალებს. მართალია აპარატი დაიმსხვრევა, მაგრამ ეს მეცნიერებს მისცემს საშუალებას გაარკვიონ, რამდენად ძლიერად შეუძლია ამგვარ დარტყმას კოსმოსური ობიექტის მოძრაობის ტრაექტორიის შეცვლა.
მეორე ვარიანტი ასტეროიდის დედამიწასთან მოახლოებისას აფეთქებაა. მართალია ეს ვარიანტი ჯერჯერობით მხოლოდ ფილმებში გვხვდება, თუმცა თეორიულად ეს სრულიად შესაძლებელია.
მესამე – ასტეროიდის დედამიწისგან შორს განზიდვაა მასიური კოსმოსური აპარატის მიზიდულობის საშუალებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხეს მეტისმეტად ადრე აღმოაჩენენ. ხელოვნურ თანამგზავრს ასტეროიდის გასწვრივ ფრენა რამდენიმე წლის, ან ათწლეულის მანძილზე მოუწევს, რათა გრავიტაციული ტრაქტორის როლი შეასრულოს.
და მეოთხე, ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ვარიანტი – ასტეროიდის ნაწილის თეთრი საღებავით დაფარვაა. თეთრი ფერი უკეთ ირეკლავს სინათლის სხივებს და შესაძლოა ეს საკმარისი აღმოჩნდეს ასტეროიდის ტრაექტორიის შესაცვლელად და შეტაკების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

პროკურატურამ დაადასტურა, რომ მისი მიზანი მელიას პატიმრობა არ ყოფილა – მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე დღევანდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურა,...

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა იმართება

“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა ჩაინიშნა. სხდომა 20:00 საათზე დაიწყება. მმართველი პარტიის წევრების დიდი...

ვახო სანაიას ტვინის შერყევა აქვს

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიას თავდასხმის შედეგად ტვინის შერყევა დაუდასტურდა. ის ამ დროისთვის ამატებით კვლევებს...

ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია – ტუსკი

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს. "ნუ დავივიწყებთ...

სამართლებრივი ნონსენსია – მელიას ადვოკატი პროკურატურის შეთავაზებაზე

ნიკა მელიას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პროკურატურის შეთავაზებას ეხმიანება. პროკურატურამ განაცხადა, რომ თუ ნიკა მელია...

დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს – ღარიბაშვილი სანაიაზე

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით...

თუ მელია გირაოს გადაიხდის, პროკურატურა მზადაა, პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვოს

პროკურატურა მზადაა, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს პატიმრობის შეცვლის...

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო