შოუში Capital Breakfast with Roman Kemp კეტი პერი მოულოდნელად დეტალურად მოყვა ორლანდო ბლუმთან მისი ნიშნობის ამბავი. ნიშნობა 14 თებერვალს შედგა. მომღერლის თქმით, მისი რჩეული ამ დღეს მისთვის მოულოდნელად ძალიან რომანტიული იყო.
“იმ დღეს ვმუშაობდი. მახსოვს, მოვილაპარაკეთ იტალიურ რესტორანში გვევახშმა. იქ რომ მივედი, მაშინვე ეჭვი გამიჩნდა: საგულდაგულოდ იყო გაპარსული და არც ტენისის ფეხსაცმელი ეცვა. მივხვდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო.“
ვახშმის შემდეგ წყვილი სპეციალურად გამოძახებულ ვერტმფრენში ჩაჯდა და ორლანდოსთან სახლში წავიდა.
“ვერტმფრენში მკითხა, გავყვებოდი თუ არა ცოლად. როცა მისი სახლის სახურავზე, ვერტმფრენის მოედანზე დავფრინდით, იქ უკვე გველოდებოდნენ ახლობლები და მეგობრები უამრავი ულამაზესი ყვავილით. ეს შესანიშნავი იყო! ის საოცრებაა.“
კეტი პერის და ორლანდო ბლუმის ქორწილის დღე ჯერ დანიშნული არ არის, თუმცა ვრცელდება ჭორები რომ წყვილმა უკვე დაიქირავა ქორწილის ორგანიზატორი. წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ მათ არ უნდათ ქორწინება გააჭიანურონ და ახლო მომავალში ბავშვების ყოლასაც აპირებენ. შეგახსენებთ, რომ ორლანდო ბლუმს უკვე ყავს 8 წლის შვილი ფლინი მირანდა კერისთან ქორწინებიდან.