ხანძარს კლუბ “ფლამენგოს” საწვრთნელ ბაზაზე 10 ადამიანი ემსხვერპლა

{{ARTICLEIMAGE}}
ბრაზილიაში, რიოში მომხდარ ხანძარს საფეხბურთო კლუბის ბაზაზე 10 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 6 ახალგაზრდა სპორტსმენია, 4 კი ბაზაზე დასაქმებული. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ხანძარი კლუბ “ფლამენგოს” საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის. დაშავებულია სამი ახალგაზრდა, რომლებიც ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფლამენგო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და წარმატებული კლუბია. “ფლამენგო” ასევე ფლობს კალათბურთის, ხელბურთის და წყალთბურთის კლუბებს. დაღუპულთა იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა, შესაბამისად, უცნობია გარდაცვლილ სპორტსმენთა ვინაობა.