ჯასტინ ბიბერმა თაყვანსმცემლები გაახარა ახალი სიმღერით, რომელიც მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირველია.
ედ შირანთან ერთად მან კლიპი გადაიღო, რომელიც უცნაური და მხიარული სცენებით არის სავსე. კლიპის პრემიერა youtube–ზე პარასკევს შედგა და მან მალევე მილიონობით მაყურებლის ნახვა დააგროვა.
ედ შირანთან ერთად მან კლიპი გადაიღო, რომელიც უცნაური და მხიარული სცენებით არის სავსე. კლიპის პრემიერა youtube–ზე პარასკევს შედგა და მან მალევე მილიონობით მაყურებლის ნახვა დააგროვა.
ერთობლივი მუშაობის შესახებ ჯასტინ ბიბერმა და ედ შირანმა ორი კვირის წინ განაცხადეს და გამოაქვეყნეს კლიპზე მუშაობისას გადაღებული ერთობლივი ფოტო.
მოგვიანებით მომღერლებმა წარმოადგინეს სინგლი I Don’t Care და პირობა დადეს, რომ მალე კლიპსაც გამოუშვებდნენ. კანადელი და ბრიტანელი მომღერლების თაყვანისმცემლები ვიდეოს მოუთმენლად ელოდნენ. ბევრი ვარაუდობდა, რომ სპეცეფექტებს და დაუვიწყარ სანახაობას იხილავდა.
ვიდეო მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა: მხიარული, ანიმაციური, არეულ–დარეული. მომღერლების სამოსი კი უცნაური და ასევე მხიარული. სამი წუთის მანძილზე ბიბერი ხან სიმინდად გვევლინება, ხან ნაყინად, ხან კენტავრად და ა.შ. ედ შირანმაც კლიპში არაერთი როლი მოირგო. ერთ–ერთ კადრში ის ჯასტინის საცოლედაც იქცა.
ჯასტინ ბიბერი გასული წლიდან მძიმე დეპრესიას ებრძოდა. ზამთარში მან ოფიციალურად განაცხადა, რომ დროებით წყვეტს მუშაობას და აპირებს მთელი დრო ოჯახს დაუთმოს. ახლა მომღერალი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. ვარცნილობა შეიცვალა, ახალ ალბომს ამზადებს და ფანატებსაც ეკონტაქტება.