ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა, რის გამოც 8 ნოემბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული.
მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
დაკავებულს 10-დან 13-წლამდე პატიმრობა ემუქრება.