ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა ფრანგული ტელერახის, France2-ის პირდაპირ ეთერში ექსპრომტად, ქართულად ააცეკვა 5 ცეზარის მფლობელი მსახიობი გიომ გალიენი და ცნობილი ფრანგი ტელეწამყვანი ანა-სოფი ლაპიქსი და გიომთან ერთად სულიკოც კი იმღერა. მანამდე კი ფრანგმა მსახიობმა რამდენიმე ქართული სიტყვის გამოთქმაც მოახერხა. ვიდეოს ფრაგმენტს ფეისბუქზე ხატია ბუნიათიშვილის და, გვანცა ბუნიათიშვილი აქვეყნებს.