ხელვაჩაურის მერიამ 20 მახათი შეიძინა. ინფორმაციას ამის შესახებ “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.
“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2019 წლის მარტში ხელვაჩაურს მერიამ საოფისე მანქანა – დანადგარებისა და აღჭურვილობის, საკანცელარიო ნივთების შესაძენად ტენდერი წელს პირველად გამოაცხადა, თუმცა დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზების გამო მასში მონაწილე კომპანიების დისკვალიფიკაცია მოხდა და ტენდერი ჩავარდა. ზუსტად იგივე ტენდერი მერიამ აპრილში კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ეს ტენდერიც იმავე შედეგით დასრულდა – მონაწილეთა დისკვალიფიკავია ტექნიკური ხარვეზების გამო მათ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში.
2019 წლის 7 ივნისს ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი გამოაცხადა საოფისე მანქანა – დანადგარებისა და აღჭურვილობსი, საკანცელარიო ნივთების შესაძენად. ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 17 ივნისამდე გაგრძელდა, თუმცა ტენდერი ჩავარდა მასში მონაწილე კომპანიის მხრიდან ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენისას არსებული ხარვეზის გამო.
ზუსტად ასეთივე ტენდერი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 9 აგვისტოს კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ამჯერად ტენდერში სამი კომპანია მონაწილეობს (ერთ-ერთი წინა ტენდერშიც მონაწილეობდა). ამ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია შპს მადრიდი გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით დისკვალიფიცირებულ იქნა. მეორე პრეტედენტი კი, შპს “ანსა,“ ჯერ დისკვალიფიცირებულ იქნა, ხოლო შემდგომ, ოქმი N4-ის საფუძველზე, ოქმი N3-ის გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციის შესახებ გაუქმდა.
წელს ხელვაჩაურის მერიამ აღნიშნულ შესყიდვის კატეგორიაზე (30100000) ტენდერი მეოთხედ გამოაცხადა და მეოთხე ტენდერიც ჩაშლის საფრთხის წინაშე იყო. საბოლოოდ შპს ანსამ მოახერხა ყველა სატენდერო დოკუმენტაციის სწორად წარმოდგენა და ოქმი N9-ის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებაც გადაწყდა. ტენდერის ჯამური ღირებულება (მახათები და საკანცელარიო ნივთები) 22,981 ლარია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, სხვა აღჭურვილობასთან ერთად, ფაქტობრივად მთელი წლის განმავლობაში 20 დიდი მახათის შეძენასაც ცდილობდა, რაც საბოლოოდ წარმატებით შეძლო