ხმაური თბილისის საკრებულოში – სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც ძალის გამოყენებით ცდილობენ მათ გაყვანას. ადგილზე იმყოფება “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარიაც. ერეკლე კუხიანიძის კაბინეტთან მივიდა პოლიციაც.
აქტივისტებმა კაბინეტში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.