ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი,პაციენტს  სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

შემთხვევა ხულოში, ღორჯომის თემში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.