კიმ კარდაშიანმა ახალდაბადებული შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

38 წლის კიმ კარდაშიანი ერთი კვირის წინ დედა მეოთხედ გახდა. მან ბოლო ბოლო გადაწყვიტა პატარას სურათი სოციალურ ქსელებში გამოექვეყნებინა. ფანები უკვე დაობენ, ვის გავს პატარა– დედას უ მამას. თუმცა უფრო მეტი კამათი არა ფოტომ, არამედ ბავშვის სახელმა გამოიწვია Psalm West – ასე მიაწერა კიმმა ბავშვის ფოტოს. კარდაშიანის თაყვანისმცემლებს ბავშვის სახელზე არაერთვაროვანი რეაქცია ქონდათ.

«Psalm» ებრაულიდან თარგმანში სიმღერას, ან ჰიმნს ნიშნავს და ბიბლიის ერთ–ერთ წიგნს ეხება. ეს კი ყველას არ მოეწონა. ზოგმა ჩათვალა, რომ ბავშვის მამამ, კანიე უესტმა თავი ღმერთად წარმოიდგინა. თუმცა, გასაოცარი ბავშვის უცნაურ სახელში არაფერია. კიმის და კანიეს სამ უფროს შვილსაც საკმაოდ უჩვეულო სახელები აქვთ. ხუთი წლის გოგონას North, ანუ ჩრდილოეთი ქვია. სამი წლის ბიჭს Saint, ანუ წმინდანი. 15 თვის გოგონას კი მათ ჩიკაგო დაარქვეს.

ახალდაბადებული პატარა, ისევე როგორც ჩიკაგო წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა. საქმე იმაშია, რომ ბიჭის დაბადების შემდეგ ექიმებმა კარდაშიანი გააფრთხილეს, რომ ფეხმძიმობა და მშობიარობა მომავალში მისთვის საშიში იქნებოდა, რადგან ორ უფროს შვილზე ფეხმძიმობა მძიმე გართულებებით მიმდინარეობდა.