კოლინ ფერტი და ლივია ჯუჯოლი 22 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ

59 წლის მსახიობი კოლინ ფერტი და 50 წლის ლივია ჯუჯოლი დაშორდნენ. ამის შესახებ დასავლური მედია მსახიობის და მისი ცოლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს. განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება წყვილმა 22 წლიანი ოჯახური თანაცხოვრების შემდეგ მიიღო. მათ ორი შვილი ყავთ.

“კოლინი და ლივია დაშორდნენ. ისინი მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ. მათ ყოველთვის გააერთიანებს შვილების მიმართ სიყვარული. ისინი თხოვნით მიმართავენ ყველას, პატივი სცენ მათ პირად ცხოვრებას და არ შეაწუხონ. შემდგომი კომენტარები არ იქნება“ – ნათქვამია წყვილის წარმომადგენლების განცხადებაში.

ორი წლის წინ წყვილის ურთიერთობაში რთული პერიოდი დადგა. მაშინ ლივიამ აღიარა, რომ რომანი ქონდა ჟურნალისტ მარკო ბრანკაჩიასთან. 2018 წლის მარტში წყვილის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ლივიას ქმართან ხანმოკლე დაშორების დროს მეგობართან ქონდა რომანი.

ბრანკაჩიამ ფერტს მისი ცოლის ღალატის მტკიცებულებები გაუგზავნა. კოლინმა კი მას უპასუხა, რომ უთანაგრძნობს, რადგან ლივიამ მიატოვა.

“თქვენ მე გული ტკივილი მომაყენეთ, მაგრამ ვიცი რომ თქვენც იტანჯებით.“ – მისწერა მსახიობმა კონკურენტს.

“ძალიან გაბოროტებული და ნაწყენი ვიყავი და გავუგზავნე წერილი, რომელშიც ჩემი და ლივიას ერთობლივი ფოტო იყო. მინდოდა რომ ცოდნოდა რა მოხდა. საპასუხოდ კი მივიღე წერილი, რომელშიც თანაგრძნობა და გაგება დავინახე“– ყვებოდა მარკო ბრანკაჩია.

ამის მიუხედავად კოლინმა და ლივიამ პოლიციას მიმართეს და ჟურნალისტი დევნაში დაადანაშაულეს.ამ ისტორიის გახმაურების შემდეგ წყვილი ერთმანეთს არ დაშორებია. ისინი კვლავ ერთად ჩნდებოდნენ საჯაროდ და ერთმანეთს გვერდში ედგნენ. თუმცა საბოლოოდ განშორების დრო მაინც დადგა.