კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი სასამართლო პროცესზე არ გავა- წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 24 მარტიდან სასამართლოებში პატიმრების გაყვანა აიკრძალა და პროცესები ონლაინ ტარდება. მისი თქმით, სამ დღეში 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა.

მისი თქმით, კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე.

,,24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ. მე მინდა, ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება”, – განაცხადა წულუკიანმა.