კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო „დიდი შვიდეულის“ მინისტერიალი ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელმი მორგან ორტაგუსი ავრცელებს.
„დიდი შვიდეულის“ მინისტერიალის გამართვა 24-25 მარტს აშშ-ში, ქალაქ პიტსბურგში იყო დაგეგმილი.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.