კორონავირუსის გამო ელენის შოუს სტუდიაში მაყურებლის დაუსწრებლად ჩაწერენ

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ელენ დეჯენერესმა გადაწყვიტა თავისი შოუ მაყურებლის დაუსწრებლად ჩაწეროს.

” ვითარების სწრაფი ცვალებადობისა და ჩვენი აუდიტორიის ჯანმრთელობაზე ზრუნვიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ჩაწერა მაყურებლების დაუსწრებლად ჩაივლის” -განაცხადა შოუს წარმომადგენელმა.

გადაცემის გუნდი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ დროებითი ზომებია და გადაწყვეტილებას მაყურებლის დასწრების აღდგენის თაობაზე ეპიდსიტუაციის მიხედვით მიიღებენ.