კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეხვედრებს წყვეტს

კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაცია 20 მარტამდე დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს.

ორგანიზაციამ  გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

შეხვედრები 11 მარტიდან 20 მარტამდე გადაიდო.

მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციის გენერალური დირექტორის განმარტებით,  მათთვის თანამშრომლებისა და წევრების ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას დამივიღებთ  ყველა ზომას, რაც ჯანმრთელობისა და უსფრთხოების დაცვისთვის იქნება აუცილებელი,“ – აღნიშნულია  განცხადებაში.