კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, “ტვიტერის“ ხელმძღვანელობა საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდებს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იმ ქვეყნებში სადაც ვირუსის ეპიდაფეთქებაა თანამშრომლებისთვის დისტანციურად მუშაობა სავალდებულოა.ეს ადგილებია: ჰონგ-კონგი, სამხრეთ კორეა და იაპონია.
კომპანიის განმარტებით, მათი მიზანია, ამ ქმედებით მათ კომპანიასა და მთელ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობა შეამცირონ.