კორონავირუსით დაავადებული რომ მოვიდეს და ეზიაროს, მის შემდეგ მე ვეზიარები, არაფერი გადამედება – მამა საბა ჭიკაიძე

კორონავირუსით დაავადებული, რომ მოვიდეს და ეზიაროს, მის შემდეგ მე ვეზიარები – ამის შესახებ მამა საბა ჭიკაიძემ  განაცხადა.

„თუ ვინმე დაავადებულია, რწმენით, რომ მოვა და მოეახლება წმინდა ზიარებას, პირიქით განიკურნება ის. კორონავირუსით დაავადებული, რომ მოვიდეს და ეზიაროს, მის შემდეგ მე ვეზიარები. აი ნახავთ, რომ არაფერი გადამედება. იმიტომ კი არა, რომ მე ვარ მაგარი, იმიტომ, რომ მე მწამს რომ ეს ქრისტეს სისხლი და ხორცია. ვისაც არ სწამს, რომ წმინდა ბარძიმში ქრისტეს უხრწნელი სისხლი და ხორცია, ის რისთვის მოდის საერთოდ ეკლესიაში, ვერ ვხვდები“ – განაცხადა მამა საბა ჭიკაიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყნის მოქალაქეს კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით ჰიგიენის მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.