კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა

ჩინეთში, მომაკვდინებელი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ოფიციალური მონაცემებით 213-ს მიაღწია, ხოლო 9,692 ადამიანს კორონა ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა,- ინფორმაციას „როიტერსი“  ავრცელებს.

ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 19 ქვეყანაში დადასტურდა. მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც.

ვირუსის პირველი ორი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. იტალიამ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.